სხვა

15:54 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ისევ წყვილად იმარჯვეს

კუნძულ კიუშუზე მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე ორი მესამედი გაილია. დღეს მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა და ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ორივე ქართველმა იმარჯვა.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელიც სეზონის ბოლო სუპერტურნირზე მე-6 მაეგაშირას რანგში გამოდის, მე-10 მაეგაშირა ჩიოშომას აჯობა და დადებითი ბალანსი 2 ქულამდე გაზარდა – 6:4. გაგამარუდ წოდებულმა თეიმურაზ ჯუღელმა კი მე-8 მაეგაშირა სადანოუმი დაამარცხა და 5-5 მოგება და წაგება დაუგროვდა.

ჯუღელი ნოემბრის ბაშოზე მე-16 მაეგაშირას წოდებით ჭიდაობს და მეორე დივიზიონში – ძურიოში დაქვეითებისგან თავის გადასარჩენად, აუცილებლად დადებითი ბალანსი სჭირდება. შესაბამისად, დარჩენილ ხუთ შეხვედრაში მინიმუმ სამი ქულა უნდა აიღოს.

მე-11 ტური ხვალ გაიმართება. ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდება. გაგამარუს მეტოქე კი მე-9 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება.

0.124974