ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW- ს გადაწყვეტილებით, საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ გიორგი გოგშელიძეს ვერცხლის მედალი გადაეცემა. ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ყაზახეთის სახელით მოასპარეზე თაიმურაზ თიგიევთან დათმო შეხვედრა, თუმცა განმეორებით დოპინგ-სინჯში თიგიევს აკრძალული პრეპარატის ტურინაბოლის კვალი აღმოუჩინეს, რასაც მისი შედეგის ანულირება მოჰქვა, მისი ვერცხლის მედალი კი გოგშელიძეს მიენიჭა. ქართველი, თავის მხრივ ბრინჯაოს მედალს კუბელ მიშელ ბატისტას დაუბრუნებს, რომელმაც მეხუთე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა.
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ UWW მას შემდეგ მიიღო ოლიმპიური თამაშების შედეგების გადახედვის გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა IOC 26 ოქტომბერს და 17 ნოემბერს პეკინის და ლონდონის ოლიმპიური თამაშებში მონაწილეთა შავი სია გამოაქვეყნა. მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს WADA-ს რეგლამენტით დოპინგ-სინჯები 10 წლის განმავლობაში ინახება, რადგან შემოწმების ახალი მეთოდიკის და ტექნოლოგიის გამოჩენის შემთხვევაში მისი ხელახლა გადასინჯვა მოხდეს.
დისკვალიფიცირებულ სპორტსმენთა შავ სიაში 3 თავისუფალი და 3 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მოხვდა, როგორც ადრე გაცნობეთ, თავისუფალ მოჭიდავეთაგან ძმებ სოსლან და თაიმურაზ თიგიევებს ჩამოერთვათ მედლები, 74 კგ სოსლანის ვერცლის მედალი ბელარუსიის სახელით მოასპარეზე მურად გაიდაროვს გადაეცა, რომლის ბრინჯაოს მედალი თავის მხრივ რუმინელ სტეფან გეორგიტას მიენიჭა.
დოპინგის მიღებაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის ბესიკ კუდუხობის სინჯი აღარ გადაიხედება, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა IOC მიიღო გადაწყვეტილება აღარ გადაამოწმოს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ბესიკ კუდუხობის B სინჯი. შეგახსენეთ, რომ კუდუხოვი 2013 წელს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა, ინდოეელმა ბრინჯაოს პრიზიორმა იოგეშვალ დუტმა თავიდანვე უარი განაცხადა კუდუხოვის ვერცხლის მედლის მიღებაზე.
17 ნოემბერს IOC-ის მიერ გამოქვეყნებულ შავ სიაში კი სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მოხვდა, პეკინის ოლიმპიური თამაშების ფინალისტები აზერბაიჯანელი ვიტალი რაჰიმოვი (60) და რუსი ხასან ბაროევი (120), ასევე ბრინჯაოს პრიზიორი ყაზახი ასეტ მამბეტოვი (96)
UWW გთავაზობთ პეკინის ოლიმპიური თამაშების განახლებულ შედეგებს, IOC-ის სანქციების გათვალისწინებით:
თავისუფალი ჭიდაობა – 74კგ
ოქრო: ბუვაისარ საიტიევი (რუსეთი)
ვერცხლი: მურად გაიდაროვი (ბელარუსი)
ბრინჯაო: კირილ ტერზიევი (ბულგარეთი)
ბრინჯაო: სტეფან გეორგიტა (რუმინეთი)
დისკვალიფიცირებული: სოსლან ტიგიევი (უზბეკეთი)
თავისუფალი ჭიდაობა – 96kg
ოქრო: შირვანი მურადოვი (რუსეთი)
ვერცხლი: გიორგი გოგშელიძე (საქართველო)
ბრინჯაო: მიშელ ბატისტა (კუბა)
ბრინჯაო: ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
დისკვალიფიცირებული: თაიმურაზ ტიგიევი (ყაზახეთი)
ბერძნულ-რომაული - 60 კგ
ოქრო: ისლამ-ბეკ ალბიევი (რუსეთი)
ვერცხლი: ნურბაკიტ ტენგისბაევი (ყაზახეთი)
ბრინჯაო: რუსლან ტიუმენბაევი (ყირგიზეთი)
ბრინჯაო: ჯიან შენგი (ჩინეთი)
დისკვალიფიცირებული: ვიტალი რაჰიმოვი (აზერბაოჯანი)
ბერძნულ-რომაული- 96კგ
ოქრო: ასლნაბეკ ხუშტოვი (რუსეთი)
ვერცხლი: მირკო ენგლიჩი (გერმანია)
ბრინჯაო: სვეს მარეკი (ჩეხეთი)
ბრინჯაო: ადამ ვეელერი (აშშ)
დისკვალიფიცირებული: ასეტ მამბეტოვი (ყაზახეთი)
ბერძნულ-რომაული – 120 კგ
ოქრო: ნუნეს ლოპესი (კუბა)
ვერცხლი: მინდაუგას მიზგაიტისი (ლიტვა)
ბრინჯაო: იური პატრიკეევი (სომხეთი)
ბრინჯაო: იანიკ სზეპანიაკი (საფრანგეთი)
დისკვალიფიცირებული: ხასან ბაროევი (რუსეთი)