თამაშგარე

13:57 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა გახდისთვის ისევ მზადაა

შეიძლება ზოგს დაავიწყდა, ზოგს კი უბრალოდ მოგონილი ჭორი ეგონა პარაგვაელი ცნობილი მოდელის, ლარისა რიკელმეს დანაქადნები – თუკი პარაგვაის საფეხბურთო ნაკრები მუნდიალზე გასვლას შეძლებს, მზად ვარ შუა სტადიონზე სამოსი შემოვიძარცვო და ამ გზით დავუმტკიცო ერთგულება ჩემს თეთრ-წითლებსო.

ლარისამ ეს ამბავი ამჯერად კიდევ ერთხელ გაიხსენა და კვლავ გამოთქვა მზადყოფნა, რომ იგი არც გახდაზე დაიხევს უკან და რამე რომ იყოს, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისათვის ასევე მზადაა დაეცეს ვითარცა ლარის კურსი და გაშიშვლდეს ვითარცა ქართული ეკონომიკა.

უნდა აღინიშნოს, რომ პარაგვაის საფეხბურთო ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი. ლარისა კი გახდას რომ არ დაიზარებს – რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი...

0.174785