ჭადრაკი

11:05 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი ერთპიროვნული ლიდერია

ხანტი- მანსიისკში მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის გათამაშების მესამე ტურის პარტიები ჩატარდა. ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი ამჯერად მსოფლიოს ექს-ჩემპიონს, რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრს ალექსანდრა კოსტენიუკს შეხვდა და დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ბაციაშვილმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა, რადგან ლიდერობაში მისი მოწილე ვალენტინა გუნინა ( რუსეთი ) სარასადატ ხადემალშარეხთან (ირანი) დამარცხდა. მეოთხე ტურში ბაციაშვილის მეტოქე ვალენტინა გუნინა იქნება.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ტურნირის კიდევ ორმა ქართველმა მონაწილემ, ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა პირველი ქულები მოიპოვეს. ხოტენაშვილი ნატალია ჟუკოვას (უკრაინა), ხოლო ჯავახიშვილი ელმირა სკრიპჩენკოს ( საფრანგეთი) დაუზავდა.

მეოთხე ტურში ჯავახიშვილი ოლგა გირიას ( რუსეთი), ხოლო ხოტენაშვილი ცზიუ ვენცზიუნს ( ჩინეთი) შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143601