ჭადრაკი

10:40 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ნიუ-იორკში

ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი და ტიტულის მაძიებელი სერგეი კარიაკინი ხვდებიან, მერვე ტურის პარტია გათამაშდა. აღნიშნულ ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. პრეტენდენტმა კარიაკინმა, რომელიც აქამდე დაცვითი თამაშით იყო დაკავებული, ამჯერად გამარჯვების მოპოვება შეძლო და სერიაში 4,5:3,5 დაწინაურდა.

დღეს დასვენების დღეა. მოჭადრაკეები მორიგ, მეცხრე პარტიას ხვალ ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირებაში 12 პარტიის ჩატარებაა დაგეგმილი.

0.122576