გასულ უიქ-ენდზე მადრიდულ დერბიში კრიშტიანუ რონალდუსა და კოკეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ჰოდა, როგორც radio cope-ს მეშვეობით გახდა ცნობილი, თურმე ესპანელს პორტუგალიელისთვის გეი უწოდებია, რაზეც კრიშტიანუც დასთანხმებია – ეს თვითონ “რეალის” ვარსკვლავმა თქვა:
“გეი? – დიახ გეი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი ფული მაქვს”, - უპასუხია ლუზიტანელს.
შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა “რეალმა” 3:0 მოიგო და თამაშის გმირი სწორედ პორტუგალიელი იყო, რადგან ჰეთ-თრიქი შეასრულა.