ფეხბურთი

16:31 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე "შახტარის" ძირითად გუნდში ვარჯიშობს

გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარის" ძირითად გუნდში ვარჯიშობს. ამ სეზონში პირველად მოხდა, რომ 18 წლის ქართველი მთავარ გუნდში დააწინაურეს, თორემ წინა სეზონში მირჩა ლუჩესკუ ხშირად იწვევდა და ათამაშებდა კიდეც.

არაბიძემ, აგვისტოდან დაწყებული, 14 მატჩი ჩაატარა "შახტარის" 21-წლამდელებში და 7 გოლი გაიტანა. ძირითადი გუნდის მწვრთნელმა პაულუ ფონსკემ გადაწყვიტა, რომ ქართველი გარემარბი უშუალოდ ნახოს საქმეში.

0.1659