ფეხბურთი

16:57 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივ ლიგებში პლეი-ოფები იწყება

20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17-წლამდე და 15-წლამდე ლიგების რეგულარული სეზონი დასრულდა. 24 ნოემბერიდან კი, გუნდები პლეი-ოფებში ჩაერთვებიან უძლიერესის გამოსავლენად.

პლეი-ოფები მეოთხედფინალური ეტაპიდან დაიწყება და ფინალის ჩათვლით უძლიერესი გუნდის ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირებით გაირკვევა. მეოთხედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

15-წლამდე ლიგა:

ა - 24.11 დინამო თბ - ლოკომოტივი
ბ - 24.11 მერანი - სფფ აკადემია თბ
გ - 24.11 ტორპედო - საბურთალო
დ - 25.11 ცხინვალი - შუქურა

17-წლამდე ლიგა:

ა - 25.11 დინამო თბ - ზუგდიდი
ბ - 25.11 ლოკომოტივი - ცხინვალი
გ - 25.11 კოლხეთი 1913 - სფფ აკადემია თბ
დ - 25.11 საბურთალო - მერანი

ორივე ასაკში ნახევაფინალურ ეტაპზე „ა“ წყვილის გამარჯვებული „დ“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, „ბ“ წყვილისა კი, „გ“ წყვილისას. ნახევარფინლური და ფინალური მატჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შერჩეულ ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.193279