ფეხბურთი

16:05 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდს “ნიუკასლი” ეპატიჟება

ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი “ნიუკასლი” ფრენკ ლამპარდის მსურველ კლუბთა რიგში ჩადგა. ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “კაჭკაჭები” 38 წლის ლამპარდს კონტრაქტს სეზონის ბოლომდე სთავაზობენ, რომელიც ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ “ნიუკასლი” პრემიერლიგის საგზურს მოიპოვებს. ფეხბურთელის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ფრენკ ლამპარდმა ერთი კვირის წინ, “ნიუ-იორკ სიტი” დატოვა და თავისუფალი აგენტია. ამ დროის განმავლობაში ლამპარდის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ სიმართლე არცერთი გამოდგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110735