ჩოგბურთი

11:14 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ წლის შემაჯამებელი ტურნირი პირველად მოიგო

ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი ენდი მარეის გამარჯვებით დასრულა. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა აღნიშნული ტურნირი პირველად მოიგო და 2017 წლამდე ის მსოფლიოს რეიტინგის სათავეში იქნება.

მარეიმ ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჯოკოვიჩმა წააგო, 30 უნებლიე შეცდომაა, ხოლო მარეის 15 შეცდომა ჰქონდა. ნოლემ ერთი შესაძლებლობიდან ბრეიკ-პოინტი ბრეიკად აქცია, ხოლო მარეიმ 9-დან სამი ბრეიკი შეასრულა. კორტზე ენდი უკეთ გადაადგილდებოდა, ნოლეს კი “როლან გაროსის” მოგების შემდეგ აშკარად ფსიქოლოგიური პრობლმეები აქვს, რის შესახებ ადრე თვითონაც ისაუბრა.

ენდიმ კარიერაში 44-ე ტიტული მოიპოვა. ამ გამარჯვებით მარეიმ 2 391 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ჯოკოვიჩმა – 1 261 000.

მარეი 12 410 ქულით რეიტინგის სათავეში იმყოფება, ნოლე 11 780 ქულით მეორე ადგილზეა.

0.144257