ფეხბურთი

10:00 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოლი ლურსმანი რუსეთის პრემიერლიგაში... (VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა "სპარტაკმა" გუშინ პერმის "ამკარს" შინ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 1:0 მოუგო. გადამწყვეტი გოლი "სახალხო გუნდს" მართლაც ზღაპრული გამოუვიდა - დენის გლუშაკოვმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დაარტყა და ბურთი ცხრიანში ჩააჭედა... ეს გოლი ისეთი სილამაზისაა სანახავად ნამდვილად რომ ღირს... როგორც რუსულ პრესაში დაიწერა გლუშაკოვის დარტყმული ბურთი 105კმ სიჩქარით წავიდა კარისკენ.

ამ მატჩში 90 წუთი ითამაშა ქართველმა ჯანო ანანიძემ და გოლი, სხვათა შორის, მის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა. "ამკარის" რიგებში ასევე შეუცვლელად ითამაშა ქართული წარმომავლობის გიორგი ჯიქიამ, რომელიც მსაჯისგან ყვითელ ბარათს გამორჩა.

0.14113