ჭადრაკი

22:02 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი ერთ-ერთი  ლიდერია

დაიწყო ქალთა საჭადრაკო გრან პრის დასკვნითი ეტაპი, რომელსაც რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირში, რომელიც 2 დეკემბრამდე გაგრძელდება, 3 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს.

2015/2016 წწ. მსოფლიო ქალთა გრან პრის V ეტაპის მონაწილეები არიან:

1. ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი; 2580)

2. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი; 2555)

3. დრონოვალი ხარიკა (ინდოეთი; 2543)

4. ვალენტინა გუნინა (რუსეთი; 2525)

5. ნატალია პოგონინა (რუსეთი; 2492)

6. ნინო ბაციაშვილი (საქართველო; 2489)

7. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო; 2461)

8. ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი; 2455)

9. ოლგა გირია (რუსეთი; 2450)

10. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა; 2448)

11. სარასადატ ხადემალშარეხ (ირანი; 2435)

12. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო; 2426).

ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30-წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. მონაწილეებს არ აქვთ უფლება ყაიმზე შეთანხმების 30 სვლამდე მსაჯის ნებართვის გარეშე.

ყოველი ეტაპის გამარჯვებული ფულადი პრიზის გარდა 120 ბალით + 40 ბალი (ბონუსი) ჯილდოვდება, მეორე ადგილი- 110+20 ბალი, მესამე ადგილი - 100+10 ბალი.

2015/16 წწ. ფიდეს გრან- პრის გამარჯვებული მსოფლიოს პირველობაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

წესების მიხედვით გრან პრის სერია 5 ტურნირისგან შედგება: უკვე ჩატარდა ეტაპები - მონტე-კარლოში, თეირანში , ბათუმში და ჩენდუში.

ამჟამად, გრან პრის გათამაშებას ინდოელი ხამპი კონერუ ლიდერობს 335 ქულით. მაგრამ, მან უკვე დაასრულა მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე- 253,5 ქულით ცზიუ ვენცზიუნი იმყოფება, ხოლო მესამეზე 250 ქულით ასევე ჩინელი ჩჟაო სიუე (რომელიც უკვე მორჩა ასპარეზობას). ასე, რომ კონერუს გასწრების შანსი მხოლოდ ცზიუ ვენცზიუნს აქვს

საპრიზო ფონდი - 60 000€

ადგილი

პრიზი

სერიის ჩასათვლელი ქულა

გრან პრის საერთო ჯამური პრიზი

I

€10.000

160

€ 25.000

II

€ 8.250

130

€ 20.000

III

€ 6.750

110

€ 15.000

IV

€ 5.750

90

€ 10.000

V

€ 5.000

80

€ 7.500

VI

€ 4.500

70

€ 5.500

VII

€ 4.250

60

€ 4.000

VIII

€ 4.000

50

€ 3.000

IX

€ 3.250

40

X

€ 3.000

30

XI

€ 2.750

20

XII

€ 2.500

10

ხანტი- მანსიისკში ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავია. კარგი ისაა, რომ ორი ტურის შემდეგ ვალენტინა გუნინასთან ერთად ქულათა მაქსიმუმით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება ნინო ბაციაშვილი. არასასიამოვნოა, რომ ჯავახიშვილსა და ხოტენაშვილს ჯერ ქულა არ აქვთ და აუტსაიდერები არიან.

მეორე ტურში შავებით მოთამაშე ბაციაშვილმა ქალთა ჭადრაკის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი დრონოვალი ხარიკა დაამარცხა, ხოლო ჯავახიშვილსა და ხოტენაშვილს შესაბამისად ვენცზიუნთან და პოგონინასთან მოეცარათ ხელი.

მეორე ტურის ტექნიკური შედეგები

გუნინა - სკრიპჩენკო 1:0

ხარიკა-ბაციაშვილი 0:1

გირია-ჟუკოვა 0,5:0,5

კოსტენიუკი-ხადემალშარეხი 0,5:0,5

ჯავახიშვილი-ვენცზიუნი 0:1

ხოტენაშვილი-პოგონინა 0:1

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:

1-2. ბაციაშვილი, გუნინა 2,0-2,0 ქ

3-4. გირია, ვენცზიუნი 1,5-1,5

5-8. ჟუკოვა, პოგონინა, კოსტენიუკი, ხადემალშარეხი 1,0-1,0

9-10. სკრიპჩენკო, ხარიკა 0,5-0,5

11-12. ჯავახიშვილი, ხოტენაშვილი 0-0

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ბაციაშვილი-კოსტენიუკი

ხადემალშარეხი-გუნინა

სკრიპჩენკო-ჯავახიშვილი

ჟუკოვა-ხოტენაშვილი

პოგონინა-ხარიკა

ვენცზიუნი-გირია

0.116837