ბათუმის "დინამომ" სტუმრად 3:0 სძლია ბოლნისის "სიონს" და "წითელ ჯგუფში" მეორე ადგილზე გადავიდა. ამით ბათუმელებმა ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს, ნახევარფინალურ ფლეი-ოფში კი ან თბილისის "დინამოს" შეხვდებიან, ან ქუთაისის "ტორპედოს", ან "ლოკომოტივს".
ბოლნისელებს სამივე გოლი ელგუჯა ლობჯანიძემ გაუტანა. 24 წლის ტანმაღალმა და ტექნიკურმა ფორვარდმა ამ სეზონში 5 გოლი მოაგროვა.
რაც შეეხება "სიონს", ბოლოსწინა ადგილზეა და დიდი ალბათობით, ფლეი-ოფში მოუწევს ჭიდილი, თუმცა თეორიულად იმის შანსიცაა, რომ ბოლნისელები პირდაპირ გავარდნენ. ეს იმ შემთხვევაში, თუ "ზუგდიდი" დარჩენილ ორივე მატჩს მოიგეს. ერთი დღეს აქვს "საბურთალოსთან"...
"სიონი" (ბოლნისი) - "დინამო" (ბათუმი) 0:3 (0:1)
გოლები: 0:1, 0:2, 0:3 ლობჯანიძე (41, 66, 76)







