მილანური დერბის, იგივე “მადონინას” დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა. ადრე, რომ იყო ისეთი ვარსკვლავებით დახუნძლული ვეღარაა “მილანი” – “ინტერის” თამაში, მაგრამ როგორც უნდა იყოს, დერბი ყოველთვის დერბია და მითუმეტეს თუ საქმე მილანურ დერბის ეხება.
ამჟამად ცოტა უკან გავიხედოთ და გავიხსენოთ “მადონინას” ყველა დროსი საუკეთესო ბომბარდირები. ანუ, ის ფეხბურთელები, რომელთაც მილანურ დერბიში თავი ყველაზე მეტჯერ გამოუჩენიათ. ამ მხრივ ლიდერი ანდრეი შევჩენკოა. უკრაინელ ფეხბურთელს თავის დროზე “ინტერის” კარში 14 გოლი გაუტანია.
აქვე, გთავაზობთ სხვა მოთამაშეების შედეგებსაც:
ანდრეი შევჩენკო – 14 გოლი
ჯუზეპე მეაცა – 13 გოლი (12 “ინტერის” მაისურით, 1 “მილანის)
ისტვან ნიერსი და გუნარ ნორდალი – 11 გოლი
ენრიკო კანდიანი – 10 გოლი (7 “ინტერის” მაისურით, 3 “მილანის”)
რობერტო ბონინსენია, ალესანდრო ალტობელი, ჟოზე ალტაფინი, ლუის ვან ჰეიგი და ბენიტო ლორენცი – 7-7 გოლი.
სანდრო მაცოლა, დიეგო მილიტო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ატილიო დემარია, ალდო ჩევენინი, ალდო ბოფი და პიეტრო სერანტონი – 6-6 გოლი.
“მილანისა” და “ინტერის” საინტერესო შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.