კალათბურთი

13:57 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა

მიმდინარე ჩემპიონატის მეექვსე ტური სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად მყოფი „ბათუმისა“ და „სოხუმის“ შეხვედრით დაიწყო. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა და ერთი ქულის სხვაობით 91:90 გამარჯვება „ბათუმს“ დარჩა.

პირველი ტაიმი უსტიაშვილის შეგირდებმა დიდი ანგარიშით 58:41 მოიგეს. ამხელა სხვაობის მიუხედავად მეორე ტაიმში „სოხუმმა“ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წამით ადრე წინ გასვლაც მოახერხა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა „სოხუმის“ უკანახაზელმა ფილიპ მილერმა დააგროვა. რაც შეეხება მის თანაგუნდელ უეიდ ლათანს, სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასია.

სტუმართა შორის 27 ქულით ყველაზე შედეგიანი კახა ჯინჭარაძე იყო. მისმა თანაგუნდელმა ილია შემოსიუკმა 13 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

სოხუმი - ბათუმი 90:91 (18:34, 23:24, 24:11, 25:22)

0.123273