გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.
“კლიპერსმა” შინ “ჩიკაგო” 102:95 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლოს-ანჯელესელებმა 30:18 მოიგეს. “კლიპერსში” ბლეიკ გრიფინი ორმაგი დუბლით 26 ქულით, 15 მოხსნით და 5 პასით გამოირჩა. “ჩიკაგოში” დუეინ უეიდი 28 ქულით საუკეთესო გახლდათ. “კლიპერსი” 12 მოგებით და ორი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.
ნიუ ორლეანში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, ადგილობრივი “პელიკანსი” “შარლოტ ჰორნეტსს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 18 წამით ადრე ენტონი დევისმა ორქულიანი ჩააგდო და ანგარიში 108:108 გახადა. ბოლო შეტევა კემბა უოკერმა წამოიწყო, რომელმაც ორქულიანი გაუშვა მატჩის მოსაგებად, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა. ოვერტაიმში ენტონი დევისის შედეგიანმა შეტევებმა საბოლოოდ “ნიუ ორლეანმა” “შარლოტ ჰორნეტსი” 121:116 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ენტონი დევისი გალხდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა 38 ქულა და 16 მოხსნა შეასრულა. “ჰორნეტსში” 25 ქულით კემბა უოკერი გამოირჩა.
“ჰიუსტონი” – “იუტა” 111:102 (28:22, 27:22, 26:26, 30:32)
https://www.youtube.com/watch?v=4QZcxICphZs
“დეტროიტი” – “ბოსტონი” 92:94 (23:30, 24:20, 26:21, 19:23)
https://www.youtube.com/watch?v=uBhehO4GZAg
“ნიუ ორლეანი” – შარლოტ ჰორნეტსი” 121:116 (21:23, 26:23, 27:39, 34:23 o.t. 13:8)
https://www.youtube.com/watch?v=afgJm50TJR0
“ორლანდო” – “დალასი” 95:87 (17:16, 27:29, 22:24, 29:18)
https://www.youtube.com/watch?v=i4xRLW2ZhBk
“ვაშინგტონი” – “მაიამი” 111:114 (35:33, 24:27, 23:31, 29:23)
https://www.youtube.com/watch?v=RNVx8AIoKfk
“ფილადელფის” – “ფინიქსი” 120:105 (32:19, 26:29, 34:27, 28:30)
https://www.youtube.com/watch?v=XIy6ZdcydHs
“მემფისი” – “მინესოტა” 93:71 (18:16, 25:23, 22:13, 28:19)
https://www.youtube.com/watch?v=AjdF7UVPpe4
“მილოუკი” – “გოლდენ სტეიტი” 121:124 (37:28, 29:41, 26:34, 29:21)
https://www.youtube.com/watch?v=Jk2omCJAJ5I
“კლიპერსი” – “ჩიკაგო” 102:95 (23:33, 24:19, 25:25, 30:18)
https://www.youtube.com/watch?v=TKl32klfhCI