ინგლისის პირველი ლიგის გუნდმა "დონსმა" ინგლისის ეროვნული ნაკრების, "ლივერპულის" და აწ უკვე "ლოს ანჯელეს გალაქსის" ყოფილ ნახევარმცველ სტივენ ჯერარდს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით ESPN-მა გაავრცელა.
"დონსმა" თავკაცი კარლ რობინსონი გასულ თვეში დაითხოვა და ახალ სპეციალისტს ეძებს. ჯერარდი ამჟამად უეფას A ლიცენზიის ასაღებად სწავლებას გადის და ინგლისურმა გამოცემებმა ჯერარდი "დონსის" დაუკავშირეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ სად გაარძელებს ჯერარდი საქმიანობას. რამდენიმე გავრცელებული ვარიანტი არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით ფეხბურთელი შესაძლოა "ინტერში" ჩაირიცხოს. არსებობს სხვა ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც სტივენი "სელტიკში" ბრენდან როჯერსის თანაშემწე გახდება.