"ანდორამ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში შინ "მონბუსი" დაძაბულ ბრძოლაში 91:87 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ბექა ბურჯანაძის და გიორგი შერმადინის მონაგარი წინა მატჩებთან განსხვავებით შედარებით მცირე გახლდათ.
ცენტრმა შერმადინმა მოედანზე 24 წუთი დაჰყო და 11 ქულა გამოიმუშავა. ქართველმა 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 5-დან სამი საჯარიმო სროლა გამოიყენა. გიორგიმ 5 მოხსნა მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 გახლდათ.
ბურჯანაძეს თამაში არ წაუვიდა. 18:20 წუთში ბექამ 2-2 ორქულიანი და სამქულიანი ვერ ჩააგდო და 6 ქულა მხოლოდ საჯარიმო სროლებიდან მიითვალა. ასევე ქართველს აქტივში 5 მოხსნა და 1 გადაცემა ჰქონდა.
"ანდორა" 6 მოგებით და 2 მარცხით ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. ქართველი ლეგიონერების გუნდს მომდევნო შეხვედრა სტუმრად "ფუენლაბრადასთან" 27 ნოემბერს ელის. მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია და მე-15 ადგილზე იმყოფება.