კალათბურთი

13:09 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონი აეკ-ს მე-7 გამარჯვებაში 11 ქულით დაეხმარა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ნატურალიზირებული ამერიკელი კალათბურთელის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში შინ "პრომეთეოსი" 76:60 დაამარცხა და კვლავ 100%-იანი შედეგით პირველ ადგილზე იმყოფება.

დიქსონმა აღნიშნულ მატჩში მოედანზე 21 წუთი გაატარა, ამ ხნის განმავლობაში კი 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ერთადერთი საჯარიმო ზუსტად შეასრულა. დიქსონი საბოლოოდ 11 ქულას დასჯერდა და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა 6 სამქულიანი გააცუდა. მაიკლმა "პრომეთეოსთან" შეხვედრაში 3 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. მარგი ქმედების კოეფიციენტის გათვალისწინებით დიქსონი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ათენელები მომდეევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე შინ, 23 ნოემბერს "პარტიზანის" წინააღმდეგ ჩაატარებენ, ხოლო სამ დღეში დიდი გამოცდა ელით, რადგან სტუმრად ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს "ოლიმპიაკოსს" საბერძნეთის ჩემპიონატის მერვე ტურში დაუპირისპირდებიან. პირეოსელებს 6-დან 6 მოგება აქვთ.

0.116764