კალათბურთი

11:08 | 20.11.2016 | ნანახია 3213 - ჯერ

ზაზას 4 ქულა და 10 მოხსნა ყოფილ გუნდთან

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “მილოუკი ბაქსი” 124:121 დაამარცხა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 17 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ზაზას 10 მოხსნა ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ფაჩულიამ 7-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას მატჩის ბოლო წუთებზე განსხვავება სულ ორი ქულა გახლდათ, მაგრამ “მილოუკის” კალათბურთელებმა წინ გასვლის ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენეს. “გოლდენ სტეიტში” 33 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, ხოლო “მილოუკში” ანტეტოკუმპო – 30 ქულით.

“გოლდენ სტეიტი” 11 მოგებით და ორი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” “ინდიანა პეისერს” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 22 ნოემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:16 | 21.11.2016
BB-1982 (63)

თამაშიდან ჩანს რომ არ ასროლინებს მწვრთნელი 2 ქულიანებს, სხვა დავალება აქვს. ისიც რაც ესროლა სხვა გზა არ ქონდა. სამაგიეროდ ძაან მაგარ პასებს აკეთებს

17:55 | 20.11.2016
dinamo222 (8587)

ნეტავი ზაზამ საშუალოდან სროლა დაამუღამოს და მერე ნახე მაგის ორმაგი დუბლები ! შეიძლება ხანდახან სამმაგიც (ამ ბოლო დროს ალიან დაამუღამა საგოლე პასები თანაც ლამაზი და ორიგინალურები)

15:15 | 20.11.2016
პანტელეიმონი (4347)

კარგია ზაზა ! ! !

14:23 | 20.11.2016
stoikovich (5984)

ზაზა თავის საქმეს აკეთებს, გოლდენმა კი საკმაოდ იოლად გაფლანგა უპირატესობა და კინაღამ დაისაჯა ბოლოს.

13:54 | 20.11.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

არაა ცუдი. ზეдიზეд მეორე თამაშია საუკეთესოა მოხსნების რაოдენობით дა ესეც საქმეა.
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ფილოსოფიას მიყვება უორიორზი - რამдენიც გინдათ გაგვიტანეთ, ჩვენ უფრო მეტს გაგიტანთო DDDDDDDDD
ვფიქრობ ერთ-ორ თამაშში, თუ ოვერტაიმი იქნა, 150-160 ქულასაც უწევენ.

17:57 | 20.11.2016
dinamo222 (8587)

არა ბრაზილიელები ასე ამბობენ მეტოქეებზე--ისინი გაგვიტანენ რამდენსაც შეძლებენ და ჩვენ კი იმდენს გავუტანთ რამდენსაც მოვინდომებთო

19:16 | 20.11.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

კი ბატონო, ეგრეა ნამдვილაд.

0.111854