ფეხბურთი

14:45 | 20.11.2016 | ნანახია NaN - ჯერ

მოურინიო: "მანჩესტერი" პრემიერლიგაში ყველაზე უიღბლო გუნდია"

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “არსენალთან” (1:1) შეხვედრა შეაფასა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, “იუნაიტედმა” დიდებულად ითამაშა და უბრალოდ არ გაუმართლა.

“ვწუხვარ ფრის გამო – დღეს ერთი გუნდი მეორეს აშკარად სჯობდა და ეს “მანჩესტერი” იყო. ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ დაცვით ფაზასა და ბურთის კონტროლში. ბევრი მომენტი შევქმენით, შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. მეტოქემ კი, ერთადერთი შანსი გამოიყენა. ბიჭებზე სასაყვედურო არაფერი მაქვს. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი გუნდი პრემიერლიგაში ყველაზე უიღბლოა.

მსაჯი? – მარინერი ძალიან მომწონს, კარგი, პატიოსანი მსაჯია. ასე რომ, მასზე ვერაფერს გეტყვით”, - აღნიშნა მოურინიომ.

“მანჩესტერისა” და “არსენალის” დაპირისპირებაში ანგარიში ხუან მატამ გახსნა, ხოლო 89-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ მოურინიომ არსენ ვენგერს ხელი ჩამოართვა, მაგრამ ერთმანეთისთვის არცერთ მათგანს შეუხედავს...

0.115427