ფეხბურთი

0:32 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "ბაიერნი" დაამარცხა და ბუნდესლიგა ისტორიული ფაქტის წინაშე დადგა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგას მე-11 ტურის შემდეგ ერთპიროვნული და თან ისტორიული ლიდერი ჰყავს – “ლაიპციგი”! რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა თავისი მატჩი გუშინ მოიგო და გალიდერდა, მაგრამ დღეს “ბაიერნი” თუ მოიგებდა, ქულებით გაუტოლდებოდა მას. თუმცა, განგებამ ინება, რომ “დორტმუნდთან” კარლო ანჩელოტის გუნდი დამარცხებულიყო და ახლა “რედ ბული” მრისხანე მეტოქეს 3 ქულით უსწრებს.

“ბორუსიასა” და “ბაიერნის” მატჩის ბედი კი დასაწყისშივე, მე-11 წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. გაბონელმა მეთორმეტედ იხეირა ამ სეზონში და ბომბარდირთა დავაში კიოლნელ ენტონი მოდესტეს გაუთანაბრდა. ობამეიანგმა ახლო მანძილიდან ვარდნაში გაიტანა, მას შემდგომ, რაც მარიო გიოტცესგან გოლის ტოლფასი პასი მიიღო. დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ “დორტმუნდმა” თავი კარგად დაიცვა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. გარდა იმისა, რომ “ბაიერნთან” ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა, თვითონაც სამეულში შეაღწია კარგა ხნის პაუზის შემდეგ, ოღონდ “ჰერტასთან” და “კიოლნთან” ერთად იყოფს მესამე ადგილს. აღსანიშნავია, რომ “დორტმუნდმა” “ბაიერნთან” 7 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ცოტა, ახალ ლიდერ “ლაპციგზეც” ვთქვათ: ჰასენჰუტლის გუნდი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი დებიუტანტი გუნდია, რომელიც 11 ტურის შემდეგ ლიდერია. ასევე პირველია, რომელსაც მიჯრით ამდენი თამაში არ წაუგია... მოკლედ, მომდევნო ტურეის მთავარი ინტრიგა ასეთია: როდემდე შეძლებს ტრიუმფალური სვლის გაგრძელებას “რედ ბული”?!

მანამდე კი, დღევანდელი სათამაშო დღე სხვა მატჩებით გაიხსნა – გამოსარჩევია, “კიოლნის” მორიგი გამარჯვება. ამჯერად სტუმრად მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან”. ერიკ სტოგერის გუნდმა ბოლო სამ ტურში მოპოვებული მხოლოდ სამი ქულის შემდგომ “ბორუსია” პარკზეც ცუდად დაიწყო თამაში და პირველმა გაუშვა, მაგრამ საბოლოოდ მოდესტესა და რისეს გოლებით შინ მანც გამარჯვებული დაბრუნდა და სამეულში დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ “გლადბახმა” ბუნდესლიგაში გოლის გატანა 24 სექტემბრის მერე პირველად შესძლო, მაგრამ რად გინდა?! – საინტერესოა, ანდრე შუბერტს ნდობის მანდატი როდემდე აქვს...

“გლადბახისა” არ იყოს, კასასტროფულია “ვოლფსბურგის” მდგომარეობაც, არადა, “მგლების” ამბიციები წესით უფრო მაღალი უნდა იყოს. “ვოლფსბურგმა” შინ გელზენკირხენის “შალკესთან” გორეცკას გვიანი გოლით წააგო. ამ მატჩში ყველაზე საინტერესო ის მოხდა, რომ “ვოლფსბურგმა” კარში ზუსტად ვერ დაარტყა. ასეთი რამ კი, ამ გუნდს ბუნდესლიგის ეგიდით 2006 წლის მერე (“ბაიერნთან”) პირველად დაემართა.

ტურის დღევანდელი მატჩებიდან აღსანიშნავია “მაინცის” საშინაო გამარჯვება “ფრაიბურგთან” და “ინგოლშტადტის” საგარეო სამი ქულა დარმშტადტში. “აუგსბურგი” და აქამდე სამეულში მყოფი “ჰერტა” კი, უქულოდ გაიყარნენ.

“აუგსბურგი” – “ჰერტა” 0:0 (0:0)

აუგსბურგი, WWK არენა

მაყურებელი: 27 007

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, იანკერი, ჰინტერეგერი (კაჩარი 73), სტაფილიდისი; კორი, ბაიერი; შმიდი (ტეიგლი 70), ალტინტოპი (მორავეკი 83), მაქსი; დონგ-ვონი

მწვრთნელი: დირკ შუსტერი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; შტარკი, სკიელბერგი; ეშვეინი (ჰარაგუჩი 63), კალუ (შიბერი 62), სტოკერი; იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

გაფრთხილება: კორი (28), ბაიერი (71), დონგ-ვონი (85) – იბიშევიჩი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 10 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ბასტიან დანკერტი

“გლადბახი” – “კიოლნი” 1:2 (1:0)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 53 757

“გლადბახი” (3-4-1-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ვესტერგაარდი; ტრაორე (ჯონსონი 75), დაჰუდი (იანტშკე 89), სტრობლი, ვენდტი; სტინდლი; აზარი (ჰანი 72), რაფაელი

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

“კიოლნი” (3-5-2): კესლერი; სორენსენი, მავრაი, ჰეინტცი; რისე (ოლკოვსკი 90), ჰოგერი, ლემანი (რუდნევსი 46), ჰექტორი, რაუში; მოდესტე, ოსაკო (ოზჩანი 73)

მწვრთნელი: პეტერ სტოგერი

გოლები: 1:0 სტინდლი (32), 1:1 მოდესტე (60), 1:2 რისე (90)

გაფრთხილება: სტრობლი (88) – სორენსენი (33), ჰეინტცი (35), ლემანი (39), რუდნევსი (71), ჰექტორი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (8) – 11 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 1:6

მსაჯი: მანუელ გრაფე

“დარმშტადტი” – “ინგოლშტადტი” 0:1 (0:0)

დარმშტადტი, “ბოლენფალტორი”

მაყურებელი: 15 000

“დარმშტადტი” (4-4-1-1): ესერი; ჰონი, მილოშევიჩი, სულუ, გუვარა; ჰელერი, გონდორფი (შიპლოკი 75), იუნგვიტი, ბენ-ჰატირა (სირიგუ 63); კლეინჰეისნერი (ვრანჩიჩი 46); ჩოლაკი

მწვრთნელი: ნორბერტ მეიერი

“ინგოლშტადტი” (4-2-3-1): ჰანსენი; ჰადერგონაი, ტისერანდი, მატიპი, სუტნერი (ჰინტერსეერი 45); როჯერი, კოენი (კრისტიანსენი 90); ლეჩკიე, გროსი, იუნგი; ჰარტმანი (კიტელი 78)

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

გოლი: 0:1 ჰარტმანი (68)

გაფრთხილება: ბენ-ჰატირა (4) – სუტნერი (36), როჯერი (61), ტისერანდი (66), ჰადერგონაი (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (4) – 15 (7) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 8:11 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: კრისტიან დინგერტი

“მაინცი” – “ფრაიბურგი” 4:2 (2:0)

მაინცი, “ოპელ არენა”

მაყურებელი: 26 573

“მაინცი” (4-2-3-1): ლოსლი; დონატი, ბელი, ბუნგერტი, ბროზინსკი; გბამინი, ფრაი; ონისივკო, მალი (ხაირო 90), დე ბლასისი (სილვა 76); კორდობა (ბალოგუნი 90)

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

“ფრაიბურგი” (4-4-2): შვოლოვი; სტენცელი, მოია, სიონჩუ, ფორენბახი (დაელი 80); ფრანტცი, ჰოფლერი, აბრაში, გრიფო; ფილიპი (პეტერსენი 15), ნიდერლეჩნერი (ჰაბერერი 83)

მწვრთნელი: კრისტიან სტრეიხი

გოლები: 1:0 ბუნგერტი (15), 2:0 მალი (20, პენ), 2:1 გრიფო (67), 3:1 ბელი (82), 3:2 პეტერსენი (85), ონისივკო (90)

გაფრთხილება: ბელი (37), ფრაი (57), ონისივკო (66), ბროზინსკი (87) – ნიდერლეჩნერი (1), სიონჩუ (19), გრიფო (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 24 (11) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: პატრიკ იტრიხი

“ვოლფსბურგი” – “შალკე” 0:1 (0:0)

ვოლფსბურგი, ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 30 000

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში, ბრუმა, როდრიგესი, როდრიგესი, გერჰარდტი; სეგუინი (გუილავოჯი 81), ლუის გუსტავო; ბლაშჩიკოვსკი (ვიეირინია 55), არნოლდი, კალიჯური (დიდავი 65); გომესი

მწვრთნელი: ვალერიან ისმაილი

“შალკე” (3-5-2): ფარმანი; ჰოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი; შოპფი, გორეცკა, გეისი, ბენტალები (სტამბული 86), კოლასინაჩი; ჩუპო-მოტინგი (კერერი 90), მეიერი (ბაბა 90)

მწვრთნელი: მარკუს ვეინზიერლი

გოლი: 0:1 გორეცკა (82)

გაფრთხილება: ბრუმა (39), სეგუინი (69) – ჰოვედესი (77), კოლასინაჩი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (0) – 19 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

“დორტმუნდი” – “ბაიერნი” 1:0 (1:0) VIDEO

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 360

“დორტმუნდი” (3-5-2): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ბარტრა; პიშჩეკი, გიოტცე (კასტრო 77), ვეიგლი, შურლე (დურმი 68), შმელცერი (პულიშიჩი 88); რამოსი, ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი (რაფინია 68), ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; ალკანტარა, ალონსო (რენატუ სანჩესი 74), კიმიხი (დუგლას კოშტა 58); მიულერი, ლევანდოვსკი, რიბერი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 1:0 ობამეიანგი (11)

გაფრთხილება: ბარტრა (19), გიოტცე (50), რამოსი (88) – რიბერი (88), რენატუ სანჩესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 18 (3) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ტობიას სტილერი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) 12 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 12, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 7, ვედად იბიშევიჩი (“ჰერტა”) – 6, იუნის მალი (“მაინცი”) – 6.

თეგებიბუნდესლიგა
0.430248