ფეხბურთი

16:57 | 19.11.2016 | ნანახია 1945 - ჯერ

"დილამ" სამტრედიაში მოიგო

დასრულდა უმაღლესი ლიგის "წითელი ჯგუფის" მატჩი. ლიდერმა და უკვე ჯგუფის ჩემპიონმა "სამტრედიამ" შინ 0:2 წააგო გორის "დილასთან". ეს სამტრედიელთა პირველი მარცხია ამ სეზონში, ხოლო გორელებს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ. "დილა" მეოთხე ადგილზე გადავიდა, თუმცა მაინც გაუჭირდება ამ პოზიციის შენარჩუნება, რადგან "საბურთალოს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. საბურთალოელებს კი ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.

ორივე გოლი პირველ ტაიმში, ხუთწუთიან მონაკვეთში გავიდა: "დილას" შემტევი გიორგი ერისთAვი მეკარესთან პირისპირ დარჩა, ძლირად დაარტყა, ბურთი ჯერ გოლკიპერს მოხვდა, მერე "სამტრედიას" ნახევარმცვბელ გიული მანჯგალაძეს და სწორედ მანჯგალაძისგან შევარდა კარში; მეორე გოლი კი ნიკა ელიაურმა შეაგდო ლევან ნონიკაშვილის პასის შემდეგ. 55-ე წუთზე "დილას" თემურ ღონღაძე გაუძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

"სამტრედია" - "დილა" 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 მანჯგალაძე (26 საკ.კარში), 0:2 ელიაური (31)

"წითელი ჯგუფის" ტურის ორი მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება: 14:00. სიონი (ბოლნისი) -დინამო (ბათუმი), 17:00. "საბურთალო" (თბილისი) - "ზუგდიდი".


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:02 | 20.11.2016
irakli75 (1252)

დილამ კი არ მოიგო. სამტრედია დაუწვა. ფედერაციამ უნდა გაარჩიო ეს თამაში. მაგრამ კალაძეს გაუბედავენ?

06:51 | 20.11.2016
shixura (94)

ჩიხურას რომ წაეგო გურიაში ატყდებოდა ერთი ამბავი.იმისთანა ბოღმა გაქვთ ჩიხურისი

19:20 | 19.11.2016
samtrediel (8001)

ვიცოდი დარჩენილ თამაშებს რომ დაიკიდებნენ. პლეიოფი განაღდებული გვაქვს. ახლა მარტო ჩიხურაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ და ტრამვები ავირიდოთ თავიდან. არც ბოლო თამაშს აქვს აზრი და ჯობია ფეხბურთელები დაასვენოს ცეცაძემ.

19:16 | 19.11.2016
levani82 (41682)

სამტრედიამ საჩემპიონო პლეი-ოფი გაინაღდა და ეს შედეგიც ალბათ ამიტომ დაჯდა. განაღდებული რომ არ ჰქონოდა ალბათ სხვა თამაშს ითამაშებდა

19:23 | 19.11.2016
samtrediel (8001)

ნუ, რა ძნელი მისახვედრი ეგ არის. ცხადზე უცხადესია. D

18:59 | 19.11.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

გილოცავთ დროგბა და მარადონა რა კუსი დააგდეს სამტრედია-ჩიხურა იასნა ფინალი,ბიძო - კალაძე ,თფუ...ფიფია შენ კიდე მილოღნე ამდგარი ,შე ლოთები ცამოყარე მოგ.გროზნები და გაზაევები ...

01:04 | 20.11.2016
drogba-11 (13246)

გაიხარე

17:07 | 19.11.2016
drogba-11 (13246)

სრული რევანში საბოლოოდ მაინც გამომიკეთეს ხასიათი ამდენი ცუდი თამაშით მაგრამ დღეს სხვა გუნდი იყო დილა მაგრად ითამაშეს ბიჭებმა ურო დიდი ანგარიშით მოგებაც შეიძლებოდა ძელსაც მოხვდა ბურთი დაცვას რაც შეეხება ძალიან კარგად იმოქმდა კვახაძის დაბრუნებამ ფაქტიურად საგოლე მომენტი არ ქონია სამტრედიას

17:04 | 19.11.2016
drogba-11 (13246)

ლაიპციგი და დილა თუ იგებს ოივე ერთად

17:00 | 19.11.2016
სანდრო მელუა (438)

Forza Gori!!!

0.12061