ფეხბურთი

10:53 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას 90 წუთი და ყაზაიშვილის სასტარტო

საფრანგეთის ლიგა 2-ის XV ტურში მოულოდნელი მარცხი განიცადა ჯაბა კანკავას “რეიმსმა”, რომელიც საკუთარ მოედანზე აუსტაიდერთა რიგებში მყოფ “ლავალთან” უშანსოდ დამარცხდა – 0:2. მასპინძელთა შორის, ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა. ეს ჯაბასთვის მიჯრით მეოთხე თამაშია “რეიმსის” სასტარტო შემადგენლობაში დიდხნიანი პაუზის დაბრუნების შემდეგ. მისი გუნდი კი, 15 თამაშში მოპოვებული 26 ქულით მესამე ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი პრედენტია.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში როგორც იქნა, ვარშავის “ლეგიას” ძირითად შემადგენლობაში ადგილი გამოიძებნა ვაკო ყაზაიშვილისთვის. იაცეკ მაგიერამ ქართველი “იაგელონიას” წინააღმდეგ 65 წუთი ათამაშა. დედაქალაქელებმა კი, მეტოქეს ადვილად, 4:1 აჯობეს. სანამ, ყაზაიშვილი მოედანზე იყო, “ლეგიამ” მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოასწრო. ქართველის გუნდი ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე აღზევდა, ლიდერი კი სხვათა შორის, “იაგელონიაა”, რომელსაც “ლეგია” ახლა 5 ქულით ჩამორჩება.

რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში საბა კვირკველიას "რუბინი" შინ "როსტოვს" უგოლოდ დაუზავდა. როგორც ამ სეზონში დავეჩვიეთ ქართველი სამატჩო განაცხადში არ ყოფილა. დიდი ალბათობით, საბა ზამთარში ნავსაყუდელს შეიცვლის და კარგსაც იზამს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131331