ფეხბურთი

10:24 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის უდიდებულესობა - "ლაიფციგი" ყველაზე მაღლა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგას სენსაციები არასდროს აკლდა, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება ყოვლეგვარ ზომიერებას სცდება. მეორეს მხირვ, ამას შეიძლება სენსაცია აღარც ვუწოდოთ და კანონზომიერება დავარქვათ – XI ტურის სასტარტო მატჩის შემდეგ ალემანთა პირველობას დებიუტანტი “ლაიფციგი” ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში და ასეთი რამ, ბუნდესლიგის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა.

“ბაი არენაზე” რალფ ჰასენჰუტლის ბიჭებისთვის საქმეები კარგად არ მიდიოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ბედის ბორბალი მათთვის კარგად დატრიალდა და შინ სამი ქულით და პირველი ადგილით დაბრუნდნე. ლევერკუზენში შეკრებილმა ქომაგმა საწყის 4 წუთში ორი გატანილი გოლი იხილეს – ჯერ სტუმართა, მერე კი თავიანთ კარში. აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის მატჩში პირველ 4 წუთში 2 გოლი 2009 წლის მერე პირველად გავიდა. მაშინ, ასეთი შედეგიანობით “ჰოფენჰაიმისა” და “ჰერტას” მატჩი დაიწყო.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი, ბრანდტმა მოახერხა “ფარმაცევტთა” წინ გაყვანა. სხვათა შორის, იულიან ბრანდტმა 2016 წელს მეოთხედ მოახერხა ერთსა და იმავე შეხვედრაში გოლისა და საგოლე პასის გაკეთება. თუმცა, მეორე ნახევარმა გამოაჩინა, რომ როჯერ შმიდტის გუნდს კარგი არაფერი ელოდა. “ლაიფციგმა” მეტოქეს თავი შეაკლა, რომ ისტორიული შედეგი ეჩვენებინა და გამოუვიდა კიდეც. ისე როგორ იქნებოდა, გოლი არ გაეტანა შვედ ემილ ფორსბერგს, რომელიც მოედანს უგოლოდ უკვე აღარ ტოვებს.

სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ “ლაიფციგი” 11 ტურის თავზე პირველი დებიუტანტი ლიდერია გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში, ამასთანავე რეკორდი დაამყარა იმ მხრივ, რომ აქამდე არასდროს ბუნდესლიგის დებიუტანტს პირველი 11 თამაში ისე არ ჩაუტარებია, ერთხელაც რომ არ დამარცხებულიყო...

ახლა, “ლაიფციგი” მეორე ადგილზე მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” სამი ქულით უსწრებს და თუ “რეკორდმაისტერი” ამ ტურის შეხვედრას ვერ მოიგებს, მინიმუმ ერთი კვირა ერთპიროვნულ ლიდერად დარჩება. “ბაიერნის” ვერმოგების შანსი კი, არცთუ ისე პატარაა – კარლო ანჩელოტის გუნდი დღეს “სიგნალ იდუნა პარკზე” “დორტმუნდს” ესტუმრება, სადაც მასპინძელი გუნდი ბოლო პერიოდში არ აგებს.

“ლევერკუზენი” – “ლაიფციგი” 2:3 (2:1) VIDEO

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 27 752

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბრანდტი, ბაუმგარტლინგერი (ჰავერტცი 82), არანგიზი, კამპლი; ჩალჰანოღლუ (ვოლანდი 64), მეჰმედი (ჩიჩარიტო 74)

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“ლაიფციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; ილსანკერი, ორბანი, კომპერი (შმიტცი 29), ჰალსტენბერგი; დემე, კეიტა; ზაბიცერი, ფორსბერგი (კაიზერი 90); პოულსენი (ბურკი 64), ვერნერი

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

გოლები: 1:0 კამპლი (2), 1:1 ბაუმგარტლინგერი (4, ა.გ), 2:1 ბრანდტი (45), 2:2 ფორსბერგი (67), ორბანი (81)

გაფრთხილება: ტოპრაკი (73) – ორბანი (51), ილსანკერი (53), კეიტა (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 12 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ფელიქს ბრიხი

თეგებიბუნდესლიგა
0.227375