ფეხბურთი

14:04 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასის ირონიული პასუხი სოციალურ ქსელში გულშემატკივარს...

ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერი კასილიასი გააბრაზეს – საქმე ისაა, რომ სოციალურ ქსელში, კერძოდ ტვიტერში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა იგი მანეკენების ლიდერად მოიხსენია, რაზეც იკერის პასუხმაც არ დააყოვნა.

“არავინ იცის, რომ მანეკენების ნამდვილი ლიდერი კასილიასია. იგი ყოველთვის თვალს აყოლებდა ბურთს”, - დაწერა გულშემატკივარმა.

ამაზე ესპანელი მეკარის პასუხი საკმაოდ ირონიული გამოდგა – იკერმა ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი საუკეთესო სეივები შესული და დაწერა:

“სანამ დაიძინებთ, უყურეთ ამ ვიდეოს, აიღეთ ფურცელი, კალამი და დაწერეთ შენიშვნები”, - უპასუხა იკერმა.

საერთოდ, ე.წ მანეკენების თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩის დროს ჯეიმი ვარდიმ გოლი ასე ორიგინალურად აღნიშნა. სხვათა შორის, იგივე გუშინ საქართველოს ჩემპიონატშიც მოხდა. გიორგი პაპუნაშვილმა თბილისის “ლოკომოტივის” კარში გატანილი გოლი სწორედ ზემოხსენებულ სტილში აღნიშნა...

0.116251