ფეხბურთი

12:25 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტონი პულისმა ბერაინოს ფსიქიატრი გამოუწერა...

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მთავარმა მწვრთნელმა ტონი პულისმა ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და გუნდის თავდამსხმელი საიდო ბერაინო ფსიქიატრთან გაგზავნა. აღნიშნულის მიზეზი კი, ერთ დროს იმედისმომცემი 23 წლის ფორვარდის მშრალი სერია გახლავთ.

“ჩემი აზრით, ფსიქიატრის ჩარევა კარგ შედეგს გამოიტანს. საიდოს არამარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს”, - განაცხადა პულისმა.

აღსანიშნავია, რომ ბერაინო ფართო ასპარეზზე 2014-2015 წლების სეზონში გამოჩნდა რიხით, როცა 38 მატჩში 14 გოლი შეაგდო, მაგრამ შარშან და მიმდინარე სეზონში ჯამში ჩატარებულ 35 თამაშში მხოლოდ 4=ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113825