ფეხბურთი

22:40 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დომენიკო ბერარდი ზაფხულში შესაძლოა “ბებერი ქალბატონი” გახდეს

იტალიის ახალგაზრდული ნაკრებისა და “სასუოლოს” ერთ-ერთი ლიდერი დომენიკო ბერარდი ტურინის “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ “სასუოლოს” სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ ტელერადიო კომპანია “რაისთან” საუბარში განაცხადა.

“სიმართლეს არ შეეფერება თითქოს ბერარდიმ “იუვენტუსის” წინადადება უარყო. იგი ამჟამად “სასუოლოს” ფეხბურთელია, მაგრამ ტურინულ კლუბთან შეთანხმება ჯერ კიდევ გასულ სეზონში იქნა მიღწეული და ახლაც ძალაშია. ვნახოთ, რა მოხდება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ”, - თქვა კარნევალიმ.

შეგახსენებთ, ბერარდის სატრანსფერო უფლებების ნახევარი “იუვეს” ხელთ ეპყრა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, იგი “სასუოლოს” დაუთმო. მას შემდგომ იტალიაში დადის ჭორები, რომ ნიჭიერმა ფეხბურთელმა “ბებერ ქალბატონზე” უარი თვითონ თქვა და “ინტერში” გადასვლას ეშურება – დომენიკო ხომ ბავშვობიდან “ნერაძურის” ტიფოზია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108767