ფეხბურთი

20:34 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ედენ აზარი

ინგლისის პრემიერლიგის გასული, ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი დასახელდა. ბელგიელმა შემტევმა წინა თვეში ინგლისის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა, ხოლო საკუთარ გუნდს 3 გოლითა და ერთი საგოლე პასით შეეწია.

აღსანიშნავია, რომ “ჩელსიმ” ოქტომბერში 4-დან ოთხი მატჩი მოიგო (11:0 ბურთების შეფარდება) და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდა. თვის საუკეთესო მწვრთნელადაც “არისტოკრატთა” დამრიგებელი, ანტონიო კონტე იქნა მიჩნეული.

0.114541