ფეხბურთი

20:52 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-ს ფეხბურთელი კოკაინის მოხმარების გამო ფეხბურთიდან 2 წლით მოკვეთეს

მოსკოვის ცსკა-ს და ფინეთის ნაკრების ფეხბურთელი რომან იერემენკო უეფამ ფეხბურთიდან 2 წლით მოკვეთა. აღნიშნულის მიზეზი კოკაინის გამოყენება გახდა. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების ვებგვერდზე ვკითხულობთ, 29 წლის ნახევარმცველმა 14 სექტემბერს, “ლევერკუზენისა” და ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ დოპინგ კონტროლი ჩააგდო. იერემენკოს დისკვალიფიკაცია ძალაში მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდანაა და მას მომდევნო 24 თვის განმავლობაში თამაში ყველა სპორტული შეჯიბრების ეგიდით აეკრძალა.

რომან იერემენკო ცსკა-ში 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს, მანამდე კი სხვადასხვა პერიოდში ყაზანის “რუბინში”, კიევის “დინამოში”, “უდინეზესა” და “სიენაში” უთამაშია. ფინეთის ნაკრებში რომანს დღემდე 66 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.125217