საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ჩემპიონატი მომავალი კვირიდან განახლდება.
“ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგაში შეჯიბრი, რომელიც შეწყვეტილი იყო, 2016 წლის 22 ნოემბრიდან განახლდება” - აღნიშნულია საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საბერძნეთში პროფესიონალური საფეხბურთო ტურნირების შეწყვეტის მიზეზი 9 ნოემბერს მომხდარი ფაქტი გახდა. როგორც ცნობილია, საბერძნეთის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელს გიორგიოს ბიკასს სახლი დაუწვეს, რის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაციამ, უეფასთან შეთანხმებით, ჩემპიონატის შეწყვეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ბერძნული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამართალდამცავებმა მომხდარი გამოიძიეს და დადგინდა, რომ ამ ფაქტს არაფერი აქვს საერთო ბიკასის პროფესიულ საქმიანობასთან.