თამაშგარე

17:37 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელმა მსაჯს ცოლობა სთხოვა

აგერ უკვე კვირაზე მეტია, მთელი მსოფლიოს საფეხბურთო და არამხოლოდ საფეხბურთო სააგენტოები ქება-დიდებას უძღვნიან სლოვაკური პატარა საფეხბურთო კლუბის, “ნიჟნას” ფეხბურთელს, ვინმე ლუბომირ ვაჟეჩკას, რომელმაც კლუბ “ტატრანასთან” მატჩის დროს ჭეშმარიტად დაუჯერებელი საქციელი ჩაიდინა.

მან არც მეტი არც ნაკლები, შუა მატჩის დროს შეხვედრის ლაინსმენს ხელი სთხოვა და ცოლად მოყვანა შესთავაზა. მოდით ნუ გადავვარდებით სხვა წარმოდგენებში და აქვე გეტყვით, რომ ლაინსმენი ქალი გახლდათ და თურმე დაახლოებით ერთ წელზე მეტია, რაც ეს წყვილი ერთურთს ეტრფის.

პეტრა ლეპაჩკოვა – ასე ქვია მსაჯ ქალბატონს, რომელიც გულისსწორის ასეთმა ორიგინალურმა ქცევამ შოკში ჩააგდო, მაგრამ მიუხედავად დაბნეულობისა, “ჰოს” თქმა ნამდვილად არ დავიწყებია. არადა, ადრე ვინმესთვის რომ გეთქვა საფეხბურთო მატჩის დროს ფეხბურთელმა მსაჯს შეიძლება ცოლობა სთხოვოსო, თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ერთ დიდებულ დაწესებულებაში ამოგაყოფინებდნენ თავს.

0.118656