წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირის ბ ჯგუფში მეორე ადგილი კანადელმა მილოშ რაონიჩმა დაიკავა. მეორე ადგილისთვის მატჩში რაონიჩმა დომინიკ ტიმი 7:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 32 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც კანადელმა 7:5 იმარჯვა. მეორე პარტია კი ორი ბრეიკით მოიგო.
ნახევარფინალში რაონიჩი ა ჯგუფში პირველ ადგილზე გასულს შეხვდება, რომელიც დიდი ალბათობით ბრიტანელი ენდი მარეი იქნება.
წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
1. | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 3 | 3 | 0 | 6:1 | 3 | |
2. | მილოშ რაონიჩი | 3 | 2 | 1 | 4:2 | 2 | |
3. | დომინიკ ტიმი | 3 | 1 | 2 | 3:5 | 1 | |
4. | გაელ მონფილსი | 2 | 0 | 2 | 1:4 | 0 | |
5. | დავიდ გოფინი | 1 | 0 | 1 | 0:2 | 0 |