ფეხბურთი

10:55 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა მახარაძე - უზბეკეთის ჩემპიონი მეოთხედ

29 წლის კახა მახარაძე მეოთხედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ქართველი ნახევარმცველი ტაშკენტის "ლოკომოტივში" გამოდის, მანამდეც უთამაშია ამ კლუბში, ხოლო უფრო დიდხანს, 4 წლის განმავლობაში ტაშკენტის "ფახთაქორში" გახლდათ.

მახარაძე 2012, 2014 და 2015 წლებში "ფახთაქორში" გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ამჯერად კი იგივე "ლოკომოტივშიც" მოახერხა. ეს მოხდა ბოლოსწინა ტურში, მდევარმა "ბუნიოდკორმა" თავისი თამაში ვერ მოიგო და "ლოკომოტივი" მიუწვდომელი გახდა.

24 მატჩი, 3 გოლი - ასეთია კახა მახარაძის სტატისტიკა უზბეკეთის მიმდინარე ჩემპიონატში. ის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. შეგახსენებთ, შარშან მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა მალტასა და გერმანიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში.

0.125898