ჩოგბურთი

20:48 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი სამი მოგებით ნახევარფინალშია

ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე გაელ მონფისმა ტრავმის გამო ბოლო მესამე მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ტურნირის ორგანიზატორებმა ჯოკოვიჩთან სათამაშოდ ბელგიელი დავიდ გოფინი დაპატიჟეს. ბელგიელმაც მოწვევა მიიღო და ნოვაკთან 1:6, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. სერბმა მეტოქე თამაშის ყველა კომპონენტში დაჩაგრა.

ჯოკოვიჩი სამიდან სამი მოგებით ნახევარფინალში გავიდა, სადაც ა ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს შეხვდება. ხოლო რაც შეეხება ბ ჯგუფში მეორეადგილოსნის ვინაობას, მილოშ რაონიჩი და დომინიკ ტიმი გადაწყვეტენ, მატჩი 18 ნოემბერს თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.

0.127108