ფეხბურთი

23:16 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" დეპაის იჯარა სურს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა მემფის დეპაიმ შესაძლოა სეზონის მეორე ნახევარი "რომაში" გაატაროს. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

"მგლების" ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი აფრიკის თასზე მონაწილეობას მიიღებს და ეგვიპტელის შემცვლელად რომაელები მემფის დეპაის ხედავენ. ჰოლანდიელს ჟოზე მოურინიო არ ათამაშებს და დიდი ალბათობით იტალიურ ვარიანტზე წინააღმდეგი არ უნდა იყოს. მემფისის ხელში ჩაგდება კი "მილანსაც" სურს.

იტალიური გამოცემის ცნობით, "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელის გაშვება სურთ და დეპაის იჯარას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ "რომა" სეზონის ბოლოს მემფისს გამოისყიდის. ჯერჯერობით იტალიური გუნდის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე უცნობია.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ მოედანზე 18 წუთს ატარებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102484