ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონური “ბარსელონას” ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა სიმბოლური ნაკრები შეადგინა იმ ფეხბურთელთაგან, რომელთა წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია.
სიმბოლურ ნაკრებში არ არიან “ბარსელონას” მოთამაშეები, რაც ბუნებრივია. პუიოლის შერჩეულ 11 ფეხბურთელში იტალიელები დომინირებენ – ამ ქვეყნის 4 წარმომადგენელია სიმბოლურში.
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები: ხავიერ ძანეტი, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი, რობერტო კარლოსი
ნახევარმცველები: ანდრეა პირლო, კლარენს ზეედორფი, ზინედინ ზიდანი
თავდამსხმელები: არიენ რობენი, დიდიე დროგბა, სერხიო აგუერო