ფეხბურთი

15:37 | 17.11.2016 | ნანახია 2936 - ჯერ

"შევარდენი 1906"-"ცხუმის" გამოძახილი და მეორე ლიგის ამბები (+VIDEO)

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის აღმოსავლეთის გ ზონაში (ასეთი სულ 8 ზონაა) ცენტრალური მატჩი გაიმართა: "შევარდენი 1906" ლიდერ "ცხუმს" დაუპირისპირდა და 3:0 მოუგო. ეს მოგება, ფაქტობრივად, ჯგუფის ჩემპიონობის ტოლფასი იყო, რადგან "შევარდენი 1906"-ს საუკეთესო პოზიცია აქვს, სამი მატჩი დარჩა და სამივეს თუ მოიგებს, პირველზე გავა. და სამივე დარჩა სუსტ გუნდებთან, რომლებსაც პირველ წრეში დიდი ანგარიშებით სძლია...

მეორე ლიგის რვავე ზონაში გამარჯვებულები გაისად ეროვნული ლიგა 1-ში (ანუ რანგით მესამე ლიგა) ითამაშებენ და წლიურად 250 000 ლარი ექნებათ დაფინანსება.

მოცემული სიტუაციით, "ცხუმს" ფრეც ხელს აძლევდა, მაგრამ დამარცხდა "შევარდენი 1906"-თან. შეხვედრას ფიფას არბიტრი გიორგი ვადაჭკორია სჯიდა და მან ორი ფეხბურთელი გაუძევა "ცხუმს". ერთი პირველ ტაიმში, მეორეც მეორე ნახევარში.

აღნიშნულ ვიდეოში კარგად ჩანს პირველი გაძევების მომენტი. ამ დრო 0:0 იყო და სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მეორე გაძევებას რაც შეეხება, მსაჯის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

მატჩის შემდეგ კი ვადაჭკორიას მიმართ აგრესიამ იმატა, მას ხელითაც შეეხნენ. მომხდარის გამო "ცხუმის" პრეზიდენტი ალექსანდრე წულაია იხდის ბოდიშს და ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კლუბმა ინციდენტის მონაწილეებთან კონტრაქტი გაწყვიტა.

სოხუმის „ცხუმის" პრეზიდენტის, ალექსანდრე წულაიას განცხადება:

"მე, როგორც სოხუმის საფეხბურთო კლუბის „ცხუმის“ პრეზიდენტს, მსურს საზოგადოებას ვაცნობო ჩვენი კლუბის ოფიციალური პოზიცია იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2016 წლის 16 ნოემბერს სკ „ცხუმი“- სკ „შევარდენი“ მატჩის შემდეგ. ვაცხადებ, რომ „ცხუმის“ ცალკეული ფეხბურთელის ქმედება კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის სპორტსმენის მხრიდან სპორტული პრინციპების დარღვევა, გუნდისა და თანაგუნდელების დიდი შრომის დაუფასებლობა. ფეხბურთელებმა, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ, შელახეს ზოგადად ფეხბურთის, ჩვენი გუნდისა და მსაჯების ღირსება. საფეხბურთო კლუბი „ცხუმის“ მიერ უკვე განხორციელდა ზომები: ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელებთან შეწყდა კონტრაქტი, კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი განთავისუფლებულია პოსტიდან. 16 ნოემბრის მატჩის არბიტრი გიორგი ვადაჭკორია არის მაღალი კლასის მსაჯი და აღნიშნული შეხვედრაც კვალიფიციურად წარმართა. მე მსურს გუნდის სახელით მას მოვუხადო ბოდიში და ვუსურვო წარმატებები, ასევე ვუხდით ბოდიშს საზოგადოებას ამ ინციდენტის გამო. გუნდის სახელით საფეხბურთო კლუბ „შევარდენს“ ვულოცავ გამარჯვებას".

"შევარდენი 1906", როგორც იცით, ამ ზაფხულს აღსდგა. გადავხედოთ მეორე ლიგის სხვა ზონებს, თუ რა სიტუაციაა.

აღმოსავლეთი ა: "ნორჩი დინამო" გაჩემპიონდა, ამ გუნდში კი თამაშობენ ზაალ ელიავა, ზურაბ მენთეშაშვილი, სევასტი თოდუა, გიორგი მელქაძე, გოგი ფიფია, ზურაბ ძამსაშვილი...

აღმოსავლეთი ბ: ორი გუნდი იბრძვის და მათი დაპირისპირება 20 ნოემბერს გაიმართება. მარნეულის "ალგეთი" და თბილისის "ლოკომოტივი 2". თბილისელებს ფრეც დააკმაყოფილებთ, "ალგეთს" კი მხოლოდ გამარჯვება.

აღმოსავლეთი გ: ეს ყველაზე ძლიერი ჯგუფი იყო და უკვე დავწერეთ, "შევარდენი 1906" თითქმის ჩემპიონია. "ცხუმი", "საბურთალო 2" და "ვარკეთილიც" ძლიერები არიან, ამ სამ გუნდს ნებისმიერ სხვა ჯგუფში გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა ჩემპიონობისა.

აღმოსავლეთი დ: "თელავი" ჩემპიონია, გუნდმა ორი ტურით ადრე 7 ქულით გაუსწრო "რუსთავი 2"-ს.

ცენტრალური: "გორი", ფაქტობრივად, უკონკურენციოა, 9-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს მეორეადგილოსან ხაშურის "ივერიასთან" და ჩემპიონია.

დასავლეთი ა: "მარგვეთი" პირველზეა და ერთი ქულით უსწრებს "საირმეს". დარჩა მხოლოდ ერთი ტური და ორივე გუნდს საშინაო მატჩი აქვს. ზესტაფონელები "იმერეთი 2"-ს უმასპინძლებენ, "საირმე" კი - "რაჭას". მოკლედ, მარგველებზეა დამოკიდებული, ჩემპიონობის მეტი შანსი მათ აქვთ...

დასავლეთი ბ: ქედის "ბეთლემი" გაჩემპიონდა, ერთი ტური დარჩა და 5 ქულით უსწრებს ოზურგეთის "მერცხალს".

დასავლეთი გ: ჩხოროწყუს "სამეგრელო" პირველია, 3 ქულით გაუსწრო ჩოხატაურის "ბახმაროს".


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:39 | 18.11.2016
geo-otari (216)

მეორე ლიგის გუნდს და ასე მაღალ დონეზე გაკეთებული მიმოხილვა??? ვა მაგარია ძან!!!

17:08 | 17.11.2016
fc dila gori (404)

მსაჯი მართალი იყო რომ გააგდო ფეხბურთელი და რაზე ეჩხუბნენ ?

16:41 | 17.11.2016
berodaviti (4285)

თუ აძევებ ორივე ინდა დაესაჯა, მაგრამ რა იციან ამ უვიცმა მსაჯებმა ამდენი...

ბევრად ადრე იყო საცემი და საერთოდ ყველა გასაროზგია მისი კოლეგებითურთ...

ნინუა სადაა არ უცემიათ ჯერ ?! რაც მან მერანი-კოლხეთი იკადრა, მართლა მთხლებურთია...

16:12 | 17.11.2016
BEERTRANCE (97819)

სრული დომხალი და განუკითხაობა, და რატომ ვუძახი თურმე მთხლებურთს.

16:44 | 17.11.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

გიგა, შენ ის აბზაცი გაдაიკითხე ყურაдღებით, აღმოსავლეთ ა ჯგუფში ნორჩი дინამო გაჩემპიონдაო, რო წერია. მაგაზე მაგარი შუტკა კაი ხანია არ წამიკითხავს, კეფა მეტკინა სიცილისგან DDDDDDDDDD

20:14 | 17.11.2016
საბარსა (2123)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

17:14 | 17.11.2016
BEERTRANCE (97819)

ვეტერან დინამო მაინც დაერქმიათ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

17:23 | 17.11.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

არ ვიცი, ეგ გუნдი ცალკეა თუ дინამო თბილისს ეკუთვნის, მაგრამ რაც ამ შესანიშნავ კლუბს ეხება, ყველაფერი რო გაამაიმუნეს дა გააკომიკურეს ფაქტია რა...
ევროთასებით дაწყებული, უაზრო ტრანსფერებით , ყაზახ 19-წლამдელებთან წაგებით, ცხვრით გაგრძელებული дა ამ მარაზმით дამთავრებული.
მე მგონი მთხლებურთი უკვე ძალიან ცოტაა, რაღაც ახალი უნдა მოიგონო DDDDDDDD

01:41 | 18.11.2016
geo-otari (216)

ნორჩი დინამო წლებია არსეობობს და უმაღლეს ლიგაშიც აქვს ნათამაშები და საკმაოდ წარმატებული საფეხბურტო სკოლაა რა გაგიკვირდათ????

17:34 | 17.11.2016
berodaviti (4285)

აუ ეგ ეხლა წავიკითხე DDDDDDDDDDDDDDDDDDD

17:34 | 17.11.2016
BEERTRANCE (97819)

კი აშკარად ახალი სახელი უნდა ავიდენ უფრო მაღალ სიმაღლეზე ტრაწბურთი ალბათ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

17:11 | 17.11.2016
BEERTRANCE (97819)

ჩავბჟირდი DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

16:56 | 17.11.2016
stoikovich (5984)

კი, სულ ბალღები ყოლიათ სასტავში

17:03 | 17.11.2016
leomadrid (659)

))))))))))))))))))))))) მართლა ღადაობაა. სახელს ამართლებენ

0.138811