ჭადრაკი

12:39 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებული ნაკამურაა

სენტ-ლუისში (აშშ) ორი მაღალი რეიტინგის მქონე, პირველ ათეულში შემავალი მოჭადრაკეების ხიკარუ ნაკამურასა(2779, აშშ) და ლევონ არონიანის(2785, სომხეთი) საჭადრაკო დაპირისპირებას, რომლის ფონდიც 100 000 აშშ დოლარს შეადგენდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ოთხი, კლასიკური პარტიებისაგან შემდგარი შეხვედრა ფრედ 2: 2 დასრულდა. 16 ბლიც პარტიებისაგან შემდგარი დაპირისპირება კი ნაკამურას გამარჯვებით დასრულდა 9,5: 6,5. გამარჯვებულს 60, ხოლო დამარცხებულს 40 ათასი დოლარი გადაეცა.

0.119774