კალათბურთი

10:35 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 8 ქულა და გამარჯვება კანადაში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე კანადაში “ტორონტო” 127:121 დაამარცხა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 16 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა გუნდს 8 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა შესძინა. ზაზამ 3-დან ორი ორქულიანი და 4-დან ოთხი საჯარიმო სროლა ჩააგდო. ისიც უნდა ითქვას, რომ ფაჩულიამ 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 32:15 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, “ტორონტოში” 34 ქულით დემარ დეროზანი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 9 მოგებით და ორი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, პირველ ადგილზე “კლიპერსია”, რომელსაც 10 მოგება და ერთი მარცხი აქვს.

მომდევნო მატჩში “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “ბოსტონს” დაუპირისპირდება, შეხვედრა 19 ნოემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

0.148433