ფეხბურთი

22:47 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ასპასი: “გუნდელებმა დებიუტი გამიადვილეს”

ესპანეთის ნაკრების დებიუტანტი იაგო ასპასი ინგლისთან ფრედ (2:2) დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდგომ ჟურნალისტებს ესაუბრა და საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

ასპასმა “ფურია როხას” მაისური გუშინ პირველად მოირგო. ის მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და 89-ე წუთზე ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მსაჯის მიერ მეექვსე დამატებულ წუთზე ისკომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და ესპანეთი “უემბლიზე” მარცხს გადაურჩა.

“თავიდანვე ვიცოდი, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2:0-ს ვაგებდით, მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ და შეხვედრის გადარჩენა შევძელით.

ჩემი დებიუტი? გუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ დებიუტი კარგი გამომსვლოდა. მათ ამის გაკეთება მოახერხეს და საკუთარი შესაძლებლობები უკეთ წარმოვაჩინე.” – განაცხადა “სელტას” ფორვარდმა.

29 წლის თავდამსხმელისთვის ბოლო დღეები შესანიშნავი გამოდგა. ცოტა ხნის წინ, ის ლა ლიგის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო გუშინ ესპანეთის ნაკრების მაისურით დებიუტი გატანილი გოლით აღნიშნა.

0.115808