ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მალე მის ქვეყანას მესიზე უკეთესი ფეხბურთელები ეყოლება და ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში საუკეთესოობას აპირებს.
“ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები ვარჯიშობენ და მალე მესიზე უკეთესი ფეხბურთელები გვეყოლება. მსოფლიოში საუკეთესოები ვიქნებით, თუმცა მანამდე ჩვენს კონტინენტზე, აზიაში უნდა გავხდეთ დომინანტები” – თქვა ქვეყნის მეთაურმა.
ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ამჟამად ფიფას რეიტნგში 125-ე ადგილზეა. თუმცა მათ პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერს როგორც ჩანს სერიოზული მიზნები აქვს დასახული.