ფეხბურთი

18:41 | 16.11.2016 | ნანახია 0 - ჯერ

თბილისის თასის მონაწილეები გამოვლინდნენ

2016 წლის 12-13 ნოემბერს, „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში გაიმართა თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მე-5 ტურის თამაშები, რომელსაც 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონებმა უმასპინძლა. შეხვედრები ტრადიციულად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. გამოვლინდა 8 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, (4 უმაღლესი ლიგიდან, 4 პირველი ლიგიდან) რომლებიც ერთმანეთს თბილისის თასზე დაუპირისპირდებიან.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

სეუ - უქიმერიონი;

ვაზისუბანი - წისქვილი;

ბურე - გლდანი;

დიდუბე - სდსს.

თბილისის თასის შეხვედრები ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და ნახევარფინალურ წყვილებში გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას განაგრძობენ „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი.

რეგიონების ქვოტა ფინალურ ეტაპზე:

1.აჭარა - 1 გუნდი;

2.გურია - 1 გუნდი;

3.რაჭა-ლეჩხუმი - 1 გუნდი;

4.სამეგრელო - 2 გუნდი;

5.იმერეთი - 2 გუნდი;

6.შიდა ქართლი - 2 გუნდი;

7.ქვემო ქართლი - 1 გუნდი;

8.სამცხე-ჯავახეთი - 2 გუნდი;

9.კახეთი - 1 გუნდი;

10.მცხეთა - მთიანეთი - 1 გუნდი;

11.თბილისი - 2 გუნდი.

„მოყვარულთა თასი 2016“-ის მუნიციპალურ და რეგიონალურ ეტაპზე გუნდების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები.

„მოყვარულთა თასი 2016“-ის გუნდების შემადგენლობიდან დაკომპლექტდება საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA Regions’ Cup-ის გათამაშებაში.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:40 | 06.06.2013
lashamanchester (259)

stripslashes((strlen('www.gamoicere.ge')>0?'www.gamoicere.ge':'www.gamoicere.ge'))
ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ყველა სახის ტანსაცმელი. აქსესუარები და მრავალფეროვნება მხოლოდ ჩვენთან.
ჩვენ გთავაზობთ პროდუქტს თქვენთვის მისაღებ ფასებში.
შეკვეთისთვის აუცილებელია გაიაროთ საიტზე რეგისტრაცია.
შეკვეთიდან ნივთის ჩამოტანა ხდება 7 დან 14 სამუშაო დღეში.

18:17 | 06.06.2013
S.A.F. (2852)

მილიტოს მერე ვანბუიტენი კიდე გუნდში ყავთ ?

18:03 | 06.06.2013
Gio Rijvadze (2474)

ძაან კაია მაგარამ დანტესთან დაკავშირებით რა ხდება>?

0.068378