თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ჩატარდა ევროპის თასის გათამაშება ტაილანდური კრივის სახეობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 25 ქვეყნის სპორტსმენები.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი და ევროპის თასი ცოტნე სულთანიშვილმა მოიპოვა. ქართველმა მოკრივემ ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მოკრივე, ხოლო ფინალში ფრანგი სპორტსმენი დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.







