საქართველოში საფეხბურთო სტადიონზე მყოფი ადამიანი უამრავ სახალისო და უცნაურ ფრაზას გაიგებს. ზოგიერთი ფრაზა ისეთია, სხვამ შეიძლება არც კი დაიჯეროს, რომ საქართველოში სტადიონებზე ასეთ რამეებს ამბობენ.
გთავაზობთ საქართველოსა და მოლდოვას საფეხბურთო ნაკრებს შორის გამართული მატჩის დროს ჩვენს მიერ მოსმენილ რამდენიმე ფრაზას:
“გუშინ ჩემს ბიჭს დაესიზმრა და ნაღდად ვიგებთ ამ თამაშს”
“მოლდოვას რომ მოვუგებთ, მერე “ბარსელონას” შევხვდებით?”
“ახლა კარში ლორია დგას თუ ლომაია?”
“ვაკო, შორიდან შენ კი არა მესი ვეღარ ურტყამს, ახლოს მიდი, ახლოს...”
“მოლდოვა რომელია? ის მოლდოვაა, ადრე რო იყო?”
“ნეტა მსოფლიოზე გავიდეთ და თუ გინდა ორი ნეკნი არ მქონდეს”
“არა რა, უნდა დაეტოვებინათ “ტრენერად” ყაველაშვილი”
”ის რა ნომერია თეთრი “მაიკა” რო აცვია?”
“ხო გეუბნებოდი, ცენტრალური ფლანგები არ გვივარგა!”
“წავაგეთ, მაგრამ ბურთის გატანას ეხუმრებით თქვენ?”