სენტ- ლუისში (აშშ) დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი,,Champions Showdown’’, რომელშიც მსოფლიოს ოთხი წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა: ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), ხიკარუ ნაკამურა (აშშ), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) და ფაბიანო კარუანა(აშშ). ამ ტურნირის საპრიზო ფონდი 150 ათასი ამერიკული დოლარი იყო.
პირველი ადგილი და საპრიზო ფონდიდან ყველაზე მეტი, 60 ათასი დოლარი ანანდს ერგო. მომდევნო ადგილები და პრიზები შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდა: 2.ნაკამურა (40 000), 3. კარუანა (30 000), 4. ტოპალოვი (20 000).