ჭადრაკი

12:07 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარიაკინის ციხესიმაგრე ჯერჯერობით აუღებელია

ნიუ იორკში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე, სადაც ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) და სერგეი კარიაკინი (რუსეთი) ხვდებიან, მეოთხე პარტია გათამაშდა.

ამ შეხვედრაში თეთრებით კარიაკინი თამაშობდა. გათამაშდა ესპანური პარტია. როგორც წინა პარტიებში, ამჯერადაც კარლსენი უტევდა, ხოლო კარიაკინი თავს იცავდა. მსოფლიო ჩემპიონს რამდენჯერმე მიეცა მოგების შანსი, მაგრამ პრეტენდენტის მიერ აგებულ ციხესიმაგრეს გასაღები ვერ მოარგო. ამრიგად, კარლსენი- კარიაკინის დაპირისპირებაში მეოთხე ყაიმი დაფიქსირდა. ანგარიშია 2:2. დღეს დასვენების დღეა. მეხუთე პარტიაში, რომელიც 17 ნოემბერს ჩატარდება, თეთრებით კარლსენი ითამაშებს.

განვლილი პარტიებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კარიაკინი დაცვაზე აკეთებს აქცენტს და ცდილობს მატჩი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანოს, სადაც შემთხვევითობის და აქედან გამომდინარე, მოგების შანსიც მეტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116459