კალათბურთი

11:18 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერიამ” “ტორონტოს” აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდ კავალიერსმა” შინ “ტორონტო” 121:117 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო წუთები გამოდგა, სადაც ლებრონ ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები ფარს უფრო ზუსტად უტევდნენ, ვიდრე კანადელები. “ტორონტოში” 28 ქულით კაილ ლოური გამოირჩა, ხოლო “კავალიერსს” ლებრონ ჯეიმსმა 28 ქულით 14 პასით და 9 მოხსნით ულიდერა. “კლივლენდი” 9 მოგებით და ერთი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, “ტორონტო” ამავე კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

“მაიამი” საკუთარ დარბაზში “ატლანტასთან” 90:93 დამარცხდა. მატჩი ბოლო წამზე უეიტერსმა შორეული სამქულიანი ესროლა შეხვედრის ოვერტაიმში გადასაყვანად, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა. “მაიამიში საუკეთესო 19 ქულით და 25 მოხსნით ჰასან უაიტსაიდი გახლდათ. “ატლანტაში” 18 ქულით დენის შროდერი გამოირჩა.

“კლივლენდ კავალიერსი” – “ტორონტო” 121:117 (30:25, 31:32, 30:27, 30:33)

https://www.youtube.com/watch?v=TgNNJQgkWfk

“მაიამი” – “ატლანტა” 90:93 (25:22, 18:27, 24:23, 23:21)

https://www.youtube.com/watch?v=nnvtFPQP4hc

“მინესოტა” – “შარლოტი” 108:115 (30:31, 28:15, 17:36, 33:33)

https://www.youtube.com/watch?v=iXHeKg1Qo2U

“პორტლენდი” – “ჩიკაგო” 88:113 (14:35, 23:21, 26:27, 25:30)

https://www.youtube.com/watch?v=DdLOkIg1fPE

“ლეიკერსი” – “ბრუკლინი” 125:118 (27:29, 29:22, 37:34, 32:33)

თეგებინბა
0.151831