საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი საკლუბო დონეზეც იმუშავებს და მიმდინარე სეზონის ბოლომდე მონტენეგროს გუნდ "ბუდუჩნოსტს" გაწვრთნის. ინფორმაცია ბერძენი სპეციალისტის ახალი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
2006 წლიდან მოყოლებული პოდგორიცას "ბუდუჩნოსტი" მონტენეგროს ჩემპიონი 10-ჯერ გახდა და კონკურენციას ვერავინ უწევს. გუნდი ასევე მონაწილეობს ევროთასზე და ადრიატიკის ლიგაზე. კლუბის ხელმძღვანელობამ წინა თავკაცი ვლადო შჩეპანოვიჩი ევროთასზე ცუდი თამაშის გამო დაითხოვა.