სხვა

16:10 | 15.11.2016 | ნანახია 1936 - ჯერ

ლერი ხაბელოვი ANOC-ის ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ორდენით დააჯილდოვეს.

ეს არის ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, რომელიც ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის გადაეცემათ მსოფლიო სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლებს.

ლერი ხაბელოვთან ერთად ANOC-ის ორდენით კიდევ სამი ქვეყნის წარმომადგენელი დაჯილდოვდა. ორდენების გადაცემის ცერემონია გაიმართა დღეს, 15 ნოემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაზე.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი შეიხი აჰმედ ალ-ფაჰად ალ-აჰმედ ალ-საბაჰი, ასევე ყატარის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები.

ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაში მსოფლიოს 206 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:15 | 13.01.2015
RMA FANS (3925)

წადი მილანში იდიალურია შენთვის

16:43 | 13.01.2015
Irakli Pirvelashvili (604)

ვერ განვიტარდააააააააააააააააააა

15:54 | 13.01.2015
CR7NOLE (15561)

ამას რეალში დარჩენის იმედი ხომ არ აქვს?

16:08 | 13.01.2015
BEERTRANCE (97819)

რეალში შეიძლება არა, მარა ევროპაში ნამდვილად შეუძლია თამაში

0.064857
1936